---
title: "მუხლი 220¹. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანო — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/220-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "220^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 220¹. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანო — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 220¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/220-1

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი (მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ), გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება) და გასცეს სააღსრულებო ფურცელი; ბ) განიხილოს ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (გზის საფრის გაჭუჭყიანების, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრის ნაწილში, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე) საქმე, სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი და გასცეს სააღსრულებო ფურცელი; გ) განიხილოს ამ კოდექსის 194 2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება), სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი და გასცეს სააღსრულებო ფურცელი; დ) გამოიყენოს სპეციალური აღჭურვილობა (მათ შორის, ვიდეოაუდიოჩაწერა), დასალუქი საშუალებები, სპეციალური უნიფორმა და ლოგო. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1794 – ვებგვერდი, 01.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/11 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/220.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/221.md
