---
title: "მუხლი 221. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო და დაწესებულება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/221"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "221"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 221. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო და დაწესებულება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 221 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/221

სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები და დაწესებულებები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით . სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისა და დაწესებულებების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ: საქართველოს მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს (მოადგილეს), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს (მოადგილეებს), ქალაქებისა და რაიონების მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს (მოადგილეებს). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2382 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.221 საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2291 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.111

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/220-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/222.md
