---
title: "მუხლი 223. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო . — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/223"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "223"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 223. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო . — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 223 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/223

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 82 6 მუხლით (სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ პლასტმასის ნაკეთობების (საგნების) რეალიზაციის ნაწილში) და 103 3 , 103 4 და 179 6 −179 9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 8 მარტის კანონი №678 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, დეკემბერ-მარტი, 1994-1995 წწ., მუხ.552 საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1490 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.31 საქართველოს 2004 წლის 28 ოქტომბრის კანონი №549 – სსმ I, №33, 12.11.2004 წ., მუხ.158 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.517 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4960 – ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6156 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4953 – ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №973 – ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №976 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1195 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/222-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/223-1.md
