---
title: "მუხლი 229⁷. ამ კოდექსის 42 10 , 42 11 და 177 15 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განმხილველი ორგანოები — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/229-7"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "229^7"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 229⁷. ამ კოდექსის 42 10 , 42 11 და 177 15 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განმხილველი ორგანოები — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 229⁷ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/229-7

1. ამ კოდექსის 42 ​ 10 ან 42 11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას და შესაბამისი ოქმის შედგენას, აგრეთვე, თუ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის ადგილზევე დადებას, ასევე ამ კოდექსით განსაზღვრულ სხვა შესაბამის უფლებამოსილებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოებიც ახორციელებენ.

2. ამ კოდექსის 177 15 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას და შესაბამისი ოქმის შედგენას, აგრეთვე, თუ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის ადგილზევე დადებას, ასევე ამ კოდექსით განსაზღვრულ სხვა შესაბამის უფლებამოსილებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების გარდა, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოებიც ახორციელებენ. საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5887 – ვებგვერდი, 24.04.2020წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6344 – ვებგვერდი, 12.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/229-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/229-8.md
