---
title: "მუხლი 234. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ღია განხილვა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/234"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "234"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 234. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ღია განხილვა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 234 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/234

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება ღიად. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების აღმზრდელობითი და გამაფრთხილებელი როლის ამაღლების მიზნით ასეთი საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს უშუალოდ შრომით კოლექტივებში, დამრღვევის სწავლის ან საცხოვრებელ ადგილას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/233-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/234-1.md
