---
title: "მუხლი 25. ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/25"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "25"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 25 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/25

1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, გამასწორებელი სამუშაოები, უცხოელის საქართველოდან გაძევება, უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად ადმინისტრაციულ სახდელად, ისე დამატებით ადმინისტრაციულ სახდელად. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად ადმინისტრაციულ სახდელად. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დამატებით ადმინისტრაციულ სახდელად.

2. ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება დადებულ იქნეს ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი ან ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.66 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №875 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1816 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/26.md
