---
title: "მუხლი 255. ადვოკატი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/255"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "255"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 255. ადვოკატი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 255 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/255

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილე ადვოკატს უფლება აქვს: გაეცნოს საქმის ყველა მასალას; განაცხადოს შუამდგომლობანი; იმ პირის დავალებით, რომელმაც იგი მიიწვია, და მისივე სახელით შეიტანოს საჩივარი საქმის გამო მიღებულ დადგენილებაზე.

2. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება იურიდიული კონსულტაციის მიერ გაცემული ორდერით.

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად, პირს, თუკი იგი გადახდისუუნაროა, უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნა. საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4255 – ვებგვერდი,01.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/254.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/256.md
