---
title: "მუხლი 257. ექსპერტი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/257"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "257"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 257. ექსპერტი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 257 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/257

1. ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, ექსპერტს მოიწვევს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა სპეციალური ცოდნა. თუ ექსპერტი მოიწვევა შესაბამისი დაწესებულებიდან, მაშინ დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს ექსპერტად, რასაც აცნობებს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

2. ექსპერტი ვალდებულია გამოცხადდეს გამოძახებით და მისცეს ობიექტური დასკვნა განსახილველ საკითხებზე.

3. ექსპერტს უფლება აქვს: ა) გაეცნოს საქმის მასალებს, რომლებიც შეეხება ექსპერტიზის საგანს; ბ) განაცხადოს შუამდგომლობები მისთვის დასკვნის მისაცემად საჭირო დამატებითი მასალების გადაცემის შესახებ; გ) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნებართვით, რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, პასუხისგებაში მიცემულ პირს, დაზარალებულს, მოწმეებს მისცეს შეკითხვები, რომლებიც შეეხება ექსპერტიზის საგანს; დ) დაესწროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №598 – სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.174

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/256.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/258.md
