---
title: "მუხლი 259. თანხა, რომელიც აუნაზღაურდება დაზარალებულს, მოწმეს, ექსპერტსა და თარჯიმანს — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/259"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "259"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 259. თანხა, რომელიც აუნაზღაურდება დაზარალებულს, მოწმეს, ექსპერტსა და თარჯიმანს — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 259 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/259

1. დაზარალებულს, თარჯიმანს ან/და მოწმეს იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომლის წარმოებაშიც იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, გამოცხადებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებას (ექსპერტს) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (თარჯიმნის) ხარჯებს უნაზღაურებს ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული ხარჯების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გაწეული პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის) საექსპერტო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება წარმოებს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის.

3. დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტისა და თარჯიმნის სახით გამოცხადებულ პირს დადგენილი წესით ენახება ხელფასი თავის სამუშაო ადგილზე იმ ვადით, რაც მან დაჰყო ორგანოში (თანამდებობის პირთან) გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომლის წარმოებაშიც იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №598 – სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.174 თავი XXI. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/258.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/260.md
