---
title: "მუხლი 263. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის წესი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/263"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "263"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 263. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის წესი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 263 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/263

საქმის განხილვა იწყება კოლეგიური ორგანოს შემადგენლობის გამოცხადებით ან აღნიშნული საქმის განმხილველი თანამდებობის პირის წარდგენით. კოლეგიური ორგანოს სხდომის თავმჯდომარე ან საქმის განმხილველი თანამდებობის პირი აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, ვინ არის მიცემული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. სხდომაზე მოუსმენენ საქმის განხილვის მონაწილე პირებს, გამოიკვლევენ მტკიცებულებებს და გადაწყვეტენ შუამდგომლობებს. თუ საქმის განხილვაში მონაწილეობს პროკურორი, მოისმენენ მის დასკვნას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/262.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/263-1.md
