---
title: "მუხლი 265. კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/265"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "265"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 265. კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 265 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/265

კოლეგიური ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება:

1) სხდომის თარიღი და ადგილი;

2) საქმის განმხილველი ორგანოს დასახელება და შემადგენლობა;

3) განსახილველი საქმის შინაარსი;

4) ცნობა საქმის მინაწილე პირთა გამოცხადების შესახებ;

5) საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი და მათი განხილვის შედეგები;

6) საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი;

7) ცნობები მიღებული დადგენილების საჯაროდ წაკითხვისა და მისი გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ. კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/264.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/266.md
