---
title: "მუხლი 268². ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/268-2"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "268^2"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 268². ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 268² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/268-2

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ამ მუნიციპალიტეტის სათანადო უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს გადასცემს (აბარებს) ან უგზავნის ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ აღნიშნული პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი უარს განაცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე, გზავნილის  მიმტანი უფლებამოსილი პირი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს, რაც მის ჩაბარებად მიიჩნევა.

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული გადაწყვეტილება (მისი ასლი) ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სათანადო უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესსა და პირობებს ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1286 – ვებგვერდი, 19.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/268-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/268-3.md
