---
title: "მუხლი 268³. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დადგენილების/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/268-3"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "268^3"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 268³. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დადგენილების/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 268³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/268-3

1. ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა სათანადო დოკუმენტის ასლის მისთვის ადგილზე გადაცემისთანავე. აღნიშნული დოკუმენტი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი უარს აცხადებს დოკუმენტის ასლის მიღებაზე (ხდება ასლის მიღებაზე უარის შესაბამისი აღნიშვნა). იმავე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება, სამართალდამრღვევს პირადად გადაეცემა ან საფოსტო გზავნილით ეგზავნება. სამართალდამრღვევისთვის დოკუმენტის პირადად გადაცემისას იგი ჩაბარებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს მისი ასლის მიღებაზე (ხდება ასლის მიღებაზე უარის შესაბამისი აღნიშვნა). სამართალდამრღვევის მიერ საფოსტო გზავნილის ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დოკუმენტი საჯაროდ ქვეყნდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე. დოკუმენტი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

2. ამ კოდექსის 194 2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული დადგენილების სამართალდამრღვევისთვის გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამართალდამრღვევი სამშენებლო ობიექტზე არ იმყოფება ან შესაბამისი დოკუმენტის გაცნობაზე უარს აცხადებს, მის გაცნობად მიიჩნევა ამ დოკუმენტის სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. დოკუმენტი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა თვალსაჩინო ადგილზე განთავსებიდან მე-7 დღეს.

3. ამ კოდექსის 194 2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემულ დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტის სამართალდამრღვევისთვის გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, პირადად ან ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის ჩაბარებით. დოკუმენტების სამართალდამრღვევისთვის პირადად გადაცემისას ისინი ჩაბარებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს მათი ასლების მიღებაზე (ხდება ასლების მიღებაზე უარის შესაბამისი აღნიშვნა). სამართალდამრღვევის მიერ საფოსტო გზავნილის ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დოკუმენტების ჩაბარებად მიიჩნევა მათი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. დოკუმენტები სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად მიიჩნევა: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1794 – ვებგვერდი, 01.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/11 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/268-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/269.md
