---
title: "მუხლი 279. საქმის გადასინჯვაში მოსამართლის, შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსისა და შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის უფლებამოსილება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/279"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "279"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 279. საქმის გადასინჯვაში მოსამართლის, შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსისა და შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის უფლებამოსილება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 279 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/279

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით, შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს მიერ, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი, − სააპელაციო სასამართლოს მიერ.

2. შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის დადგენილება ამ კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით თვით შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის მიერ, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი, – შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის მიერ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201 საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 4 სექტემბრის ბრძანებულება №2790 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1990 წ., მუხ.241 საქართველოს 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, იანვარი, 1991 წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1991 წ., მუხ.378 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.429 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.450 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394 საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 660 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/278.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/280.md
