---
title: "მუხლი 281¹. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ვადა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/281-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "281^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 281¹. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ვადა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 281¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/281-1

ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება გამოტანიდან 48 საათში შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა ორგანომ (თანამდებობის პირმა) სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/281.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/281-2.md
