---
title: "მუხლი 284. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების წესი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/284"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "284"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 284. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების წესი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 284 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/284

1. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო.

3. ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ რამდენიმე დადგენილების გამოტანის შემთხვევაში თითოეული დადგენილება დამოუკიდებლად აღსრულდება. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36 საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/283.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/285.md
