---
title: "მუხლი 285. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების გადადება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/285"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "285"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 285. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების გადადება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 285 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/285

1. იმ გარემოებათა არსებობისას, რომელთა გამოც ადმინისტრაციული პატიმრობის, გამასწორებელი სამუშაოების ან ჯარიმის (გარდა ჯარიმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე გადახდევინებისა) სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება შეუძლებელია, დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დადგენილების აღსრულება გადადოს 1 თვემდე ვადით.

2. საომარი მდგომარეობის დროს ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული სამხედრო მოსამსახურის და სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულება გადავადდება საომარი მდგომარეობის დასრულებამდე. აღნიშნული მოსამსახურის/პირის სამხედრო/სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, რომელიც აღასრულებს გამოტანილ დადგენილებას ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2045 – ვებგვერდი, 26.03.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/284.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/286.md
