---
title: "მუხლი 286. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/286"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "286"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 286. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 286 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/286

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას შეწყვეტს შემდეგ შემთხვევებში: ა) ამნისტიის აქტის გამოყენებისას, თუ ის აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას; ბ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას; გ) იმ სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის მიერ საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი ქმედებისთვის მისი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების შემთხვევაში, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება; დ) იმ პირის გარდაცვალებისას, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2045 – ვებგვერდი, 26.03.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/285.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/287.md
