---
title: "მუხლი 287. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/287"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "287"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 287. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 287 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/287

1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოტანიდან 1 წლის ვადაში, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. (ამოღებულია - 30.11.2022, №2231) .

3. ამ კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების აღსრულების შეჩერების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება საჩივრის ან პროტესტის განხილვამდე. ამ კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების აღსრულების გადადების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება გადადების ვადის გასვლამდე.

4. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გამოტანილ დადგენილებათა აღსრულების სხვა, უფრო ხანგრძლივი ვადები. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1443 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ. 51 საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/286.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/288.md
