---
title: "მუხლი 288³. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/288-3"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "288^3"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 288³. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 288³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/288-3

1. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანიდან, თუ ამ კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ, გარდა ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2¹. ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებას ახორციელებს დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი). საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/288-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/288-4.md
