---
title: "მუხლი 288⁴. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/288-4"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "288^4"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 288⁴. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 288⁴ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/288-4

სამართალდამრღვევმა საურავი უნდა გადაიხადოს მისთვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 30 დღეში, ხოლო თუ საურავის დარიცხვის თაობაზე სამართალდამრღვევისთვის ან ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის ცნობილი გახდა ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-2, მე-4 და 4 2 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე – ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლიდან 30 დღეში. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330 საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/288-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/288-5.md
