---
title: "მუხლი 290¹¹. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოსთვის სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/290-11"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "290^11"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 290¹¹. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოსთვის სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 290¹¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/290-11

ამ კოდექსის 194 2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს მიერ განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია აღნიშნულ ორგანოს ამ სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალმა შესაბამისმა ორგანომ სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1794 – ვებგვერდი, 01.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/11 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/290-10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/290-2.md
