---
title: "მუხლი 294. საგნის სასყიდლით ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/294"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "294"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 294. საგნის სასყიდლით ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 294 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/294

საგნის სასყიდლით ჩამორთმევის შესახებ დადგენილების საფუძველზე ჩამორთმეული საგნები დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სარეალიზაციოდ ჩაბარდება საკომისიო მაღაზიას ან ამ მიზნისთვის სპეციალურად გამოყოფილ სახელმწიფო ან კოოპერაციული ვაჭრობის მაღაზიებს ჩამოსართმევი ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით. დადგენილება ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალების სასყიდლით ჩამორთმევის შესახებ აღსრულდება შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ. სასყიდლით ჩამორთმეული საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ამ კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაეცემა ყოფილ მესაკუთრეს ჩამორთმეული საგნის სარეალიზაციოდ გაწეული ხარჯების გამოკლებით. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგენილ იქნეს საგნის სასყიდლით ჩამორთმევის შესახებ დადგენილებათა აღსრულების სხვა წესი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 თავი XXVII. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/293.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/295.md
