---
title: "მუხლი 304. გამასწორებელი სამუშაოების შესახებ დადგენილების აღსრულება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/304"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "304"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 304. გამასწორებელი სამუშაოების შესახებ დადგენილების აღსრულება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 304 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/304

დადგენილება გამასწორებელი სამუშაოების შეფარდების შესახებ აღსასრულებლად გაიგზავნება მისი გამოტანიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. გამასწორებელ სამუშაოებს ამ კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად დამრღვევი მოიხდის მუდმივ სამუშაო ადგილას. გამასაწორებელი სამუშაოების შესახებ დადგენილების საფუძველზე დამრღვევის ხელფასიდან სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვა წარმოებს სამუშაოების მოხდის ვადის განმავლობაში დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/303.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/305.md
