---
title: "მუხლი 307¹. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/307-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "307^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 307¹. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 307¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/307-1

1. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილებას ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილებას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები.

2. უცხოელის საქართველოდან გაძევება შეიძლება აღსრულდეს, თუ უცხოელს: ა) ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა − მის მიერ ამ სახდელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მისი გათავისუფლებისთანავე; ბ) ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული აქვს ამავე კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული სახდელი, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობისა, – მის მიერ ამ სახდელის მოხდამდე.

3. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები იყენებენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №875 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. თავი XXX. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/307.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/308.md
