---
title: "მუხლი 309. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/309"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "309"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 309 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/309

1. პირი, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, პატიმრობას იხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილას. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულებისას ხდება დაპატიმრებული პირის პირადად გასინჯვა.

2. ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.

3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36 საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/308.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/310.md
