---
title: "მუხლი 311. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წესი და ვადები — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/311"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "311"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 311. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წესი და ვადები — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 311 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/311

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კოდექსითა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში სააღსრულებო დოკუმენტია.

3. ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის ამ კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ამ კოდექსის 208-ე და 208 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან ასათვლელი ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისათვის დადგენილი ვადის დინებას. საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/310.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/312.md
