---
title: "მუხლი 35. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/35"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "35"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 35 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/35

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება: ა) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა, საამისოდ უფლებამოსილი პირების მიერ მისი შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად; ბ) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი ან ამ კოდექსის შესაბამისად გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა; გ) სამართალდარღვევის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენა; დ) სამართალდარღვევაში არასრულწლოვანის ჩაბმა; ე) სამართალდარღვევის არასრულწლოვანის მიმართ ან მისი თანდასწრებით ჩადენა; ვ) სამართალდარღვევის პირთა ჯგუფის მიერ ჩადენა; ზ) სამართალდარღვევის დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენა; თ) სამართალდარღვევის სტიქიური უბედურების პირობებში, სხვა საგანგებო გარემოების დროს ჩადენა; ი) სამართალდარღვევის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა; კ) სამართალდარღვევის დაზარალებულის სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენა; ლ) სამართალდარღვევის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენა. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1382 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/36.md
