---
title: "მუხლი 39. ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ითვლებ ა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/39"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "39"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ითვლებ ა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 39 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/39

1. თუ ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს ამ სახდელის მოხდის დღიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევისა.

2. ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. ამ კოდექსის 150-ე, 150 2 , 166-ე, 166 2 , 173-ე, 173 16 და 174 1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება ჯარიმის სრულად გადახდიდან 1 წლის გასვლის შემდეგ. საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36 საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/40.md
