---
title: "მუხლი 42¹⁰. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/42-10"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "42^10"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42¹⁰. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 42¹⁰ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/42-10

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით. შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შეუძლია სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 1 პუნქტის თანახმად, გონივრულ ვადაში გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად. ამასთანავე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია.

2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიება არ არის ადმინისტრაციული დაკავება. ამასთანავე, ამ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას გამოიყენება ამ კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით დადგენილი წესები. საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5887 – ვებგვერდი, 24.04.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/42-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/42-11.md
