---
title: "მუხლი 44⁹. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/44-9"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "44^9"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44⁹. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 44⁹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/44-9

1. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3554 – სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.280 საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3456 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/44-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/45.md
