---
title: "მუხლი 46¹⁰. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული ქსოვილებისა და უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/46-10"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "46^10"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46¹⁰. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული ქსოვილებისა და უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 46¹⁰ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/46-10

1. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული ქსოვილებისა და უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა (გარდა სალიცენზიო/სანებართვო პირობის დარღვევისა ან ამ კოდექსის 46 7 −46 9 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სხვა, შესაბამისი შემთხვევისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3622 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №130 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/46-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/46-11.md
