---
title: "მუხლი 51¹. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არამიზნობრივი გამოყენება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/51-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "51^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51¹. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არამიზნობრივი გამოყენება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 51¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/51-1

1. დაცული ტერიტორიების მართვისა და დაცვისათვის უშუალოდ პასუხისმგებელ პირთა მიერ დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არა იმ მიზნით გამოყენება, რისთვისაც ისინი გამოიყო, – გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე. საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/51-2.md
