---
title: "მუხლი 55⁶. მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/55-6"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "55^6"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55⁶. მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 55⁶ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/55-6

1. მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1. თუ სამართალდამრღვევის ვინაობა ვერ დგინდება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მიიღოს ზომები სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით.

2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის აღნიშნული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5297 – ვებგვერდი, 04.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/55-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/56.md
