---
title: "მუხლი 56. წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/56"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "56"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 56 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/56

1. წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებურად განაშენიანება, წიაღის დაცვის, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაციისა და კონსერვაციის, მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ნიადაგის რეკულტივაციის წესებისა და ნორმების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.

2. სასარგებლო წიაღისეულის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების გაუარესება, – გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 1996 წლის 12 ნოემბრის კანონი №478 – პარლამენტის უწყებანი, №31-32/6, 25.12.1996წ., გვ.11 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/55-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/56-1.md
