---
title: "მუხლი 57⁵. ვერცხლისწყლის რეგულირების სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/57-5"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "57^5"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57⁵. ვერცხლისწყლის რეგულირების სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 57⁵ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/57-5

1. ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.

3. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

4. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის წარმოების, საწარმოო პროცესში ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენების, ვერცხლისწყალსა და ვერცხლისწყლის ნაერთთან მოპყრობისა და მათი რეალიზაციის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. შენიშვნა: სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია ხდება ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების მიუხედავად. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3309 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/57-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/58.md
