---
title: "მუხლი 58. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/58"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "58"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 58 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/58

1. წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

2. სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების დაცვის რეჟიმის დარღვევა, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და სამკურნალო დანიშნულების წყლის ობიექტებში სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სადრენაჟო და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე.

3. წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენებიდან, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან წყლის დაბინძურება ან დანაგვიანება ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.

4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.

5. წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ნარჩენების ჩაყრა, აგრეთვე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3500 – სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.256 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2756 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/57-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/58-1.md
