---
title: "მუხლი 59. სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/59"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "59"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/59

გემის ან სხვა მცურავი საშუალების კაპიტნის ან მეთაურთა შემადგენლობაში მყოფი სხვა პირის მიერ სახომალდო დოკუმენტებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებთან ან/და დადგენილი ნორმების გადამეტებით ასეთ ნივთიერებათა შემცველ მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, აღნიშნულ პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში ამ ოპერაციების შესახებ არასწორი ჩანაწერების შეტანა ან შესაბამის თანამდებობის პირთათვის ამ დოკუმენტების წარდგენაზე უკანონოდ უარის თქმა – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/58-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/59-1.md
