---
title: "მუხლი 60³. წყალდაცვითი ზოლებისა და სანიტარიული დაცვის ზონების კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/60-3"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "60^3"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60³. წყალდაცვითი ზოლებისა და სანიტარიული დაცვის ზონების კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 60³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/60-3

1. წყალშემკრებზე წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა, რაც იწვევს წყლის დაბინძურებას, ნიადაგის წყლისმიერ ეროზიას და სხვა მავნე მოვლენებს, – გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას ას ლარამდე, იურიდიულ პირთა – ხუთას ლარამდე.

2. სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროებისათვის განკუთვნილ სანიტარიული დაცვის ზონებსა და წყალდაცვით ზოლებში კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, – გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ათასი ლარით, იურიდიულ პირთა – ორი ათასი ლარით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონაში, – გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ორი ათასი ლარით, იურიდიულ პირთა – ოთხი ათასი ლარით. საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4224 – სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.30

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/60-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/61.md
