---
title: "მუხლი 61¹. წყალსარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/61-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "61^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61¹. წყალსარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 61¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/61-1

1. წყლის მდგომარეობაზე ზეგავლენის მომხდენი ავარიული სიტუაციების, ზალპური წყალჩაშვების, სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება – გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე.

2. წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე. საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
[მუხლი 61 1 . წყალსარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესების დარღვევა
1. წყლის მდგომარეობაზე ზეგავლენის მომხდენი ავარიული სიტუაციების, ზალპური წყალჩაშვების, სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება – გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე.

2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 150 ლარამდე. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3434 – ვებგვერდი, 20.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1771 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/62.md
