---
title: "მუხლი 69⁶. თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/69-6"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "69^6"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69⁶. თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 69⁶ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/69-6

1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის მიერ არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან/და იურიდიული პირის მომსახურების მიღება – გამოიწვევს თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 2 000 ლარით.

3. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან/და იურიდიული პირის მიერ მომსახურება – გამოიწვევს არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 400 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 1 000 ლარით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 800 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 000 ლარით. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4953 – ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3280 – ვებგვერდი, 05.07.2023წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/69-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/70.md
