---
title: "მუხლი 72¹. საქართველოს ტყის აღრიცხვის წესის ან ტყითსარგებლობის დაგეგმვის მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/72-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "72^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72¹. საქართველოს ტყის აღრიცხვის წესის ან ტყითსარგებლობის დაგეგმვის მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 72¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/72-1

1. საქართველოს ტყის აღრიცხვის წესის ან სახელმწიფო ტყის დაცული ტერიტორიების აღრიცხვის სისტემის განსაკუთრებულ მოთხოვნათა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

2. ტყითსარგებლობის დაგეგმვის მოთხოვნების დარღვევა ან ტყითსარგებლობისა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება ტყეთმოწყობის ან სპეციალური გამოკვლევის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული დოკუმენტაციის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ორას ლარამდე. საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/73.md
