---
title: "მუხლი 76. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა, ტყის ხანძრისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა ან სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/76"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "76"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა, ტყის ხანძრისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა ან სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 76 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/76

1. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა, ტყის ხანძრისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა ან სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის ანდა სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა ან ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გარკვეულ ფართობზე გავრცელება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1100 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/75.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/76-1.md
