---
title: "მუხლი 78. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა ან/და ამ მოწყობილობების გაუმართაობა, აღნიშნული მოწყობილობების გამოუყენებლობა ან უქონლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/78"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "78"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა ან/და ამ მოწყობილობების გაუმართაობა, აღნიშნული მოწყობილობების გამოუყენებლობა ან უქონლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 78 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/78

1. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა ან/და ამ მოწყობილობების გაუმართაობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას.

3. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას.

5. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების უქონლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №249 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/77-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/79.md
