---
title: "მუხლი 82². ზედაპირული წყლის ობიექტისთვის და ხის ნახშირის წარმოებისთვის შესაბამისი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-2"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "82^2"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82². ზედაპირული წყლის ობიექტისთვის და ხის ნახშირის წარმოებისთვის შესაბამისი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 82² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-2

1. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

5. ხის ნახშირის წარმოებისას გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3054 – სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.174 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №249 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-3.md
