---
title: "მუხლი 82⁴. თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა) — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-4"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "82^4"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82⁴. თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა) — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 82⁴ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-4

1. სტაციონარული მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა, რამაც 1 კგ-მდე მაცივარაგენტის გაჟონვა გამოიწვია, − გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარით.

3. სტაციონარული მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა, რამაც 1 კგ ან 1კგ-ზე მეტი მაცივარაგენტის გაჟონვა გამოიწვია, − გამოიწვევს დაჯარიმებას მაცივარაგენტის თითოეულ გაჟონილ გრამზე 0,1 ლარით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით დადგენილი მოთხოვნების გარდა, თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის სხვა მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა), − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4953 – ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3280 – ვებგვერდი, 05.07.2023წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-5.md
