---
title: "მუხლი 82⁵. პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-5"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "82^5"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82⁵. პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 82⁵ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-5

1. პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქციის კონფისკაცია შეუძლებელია − მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარითა და გამოვლენილი პლასტიკის/ ბიოდეგრადირებადი პარკების (სამართალდარღვევის საგნის) რაოდენობის 0.25 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქციის კონფისკაცია შეუძლებელია − მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარითა და გამოვლენილი პლასტიკის/ ბიოდეგრადირებადი პარკების (სამართალდარღვევის საგნის) რაოდენობის 0.25 ლარზე ნამრავლის ოდენობით. საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-6.md
