---
title: "მუხლი 82⁶. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-6"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "82^6"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82⁶. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 82⁶ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-6

1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით ან/და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით ან/და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევად არ ჩაითვლება იმავე დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევები. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1195 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/82-7.md
