---
title: "მუხლი 86². აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/86-2"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "86^2"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 86². აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 86² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/86-2

1. აკვაკულტურის საქმიანობის აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარამდე.

2. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე.

3. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნის ან  აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარამდე.

4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

5. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6412 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – ვებგვერდი, 24.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/86-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/86-3.md
