---
title: "მუხლი 94. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/94"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "94"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 94. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 94 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/94

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა, თუ ამას მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება, ელექტროქსელების დაზიანება ან სახალხო მეურნეობის სხვა ზარალი, – გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორი შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/93.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/95.md
